LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმ გალკინი რუსეთში აღარ დაბრუნდება

1647
galkin

მაქსიმ გალკინი, რომელიც ყოველთვის მწვავე კომენტარს აკეთებდა უკრაინასა და კონკრეტულად ოდესაში მიმდინარე მოვლენებზე, დიდი ხნით „აიკრძალა“ სოციალურ ქსელში.

ინსტაგრამში გალკინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გაკრიტიკების და რუსეთში აკრძალვის შემდეგ ისრაელში გაემგზავრა დასასვენებლად,

„რუსეთში ყველა ჩემი გამოსვლა აიკრძალა, სწორედ ამიტომ გავემგზავრე ისრაელში, სადაც რამდენიმე კონცერტი დავგეგმე. აქ ყოველთვის სიამოვნებით მელის პუბლიკა. ასე რომ, ნურავინ დამდებს ბრალს ღალატში“.

„გალკინი რუსეთის პრეზიდენტად“: კახი მამულაშვილი

მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ თებერვლის ბოლოს დატოვეს რუსეთი. მართალია, თვითონ კატეგორიულად უარყოფენ ემიგრაციას, მაგრამ ინსაიდერების მტკიცებით, წყვილი აქტიურად ეძებს სახლს და სკოლას ბავშვებისთვის. ამასთანავე, გასულ კვირას სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გალკინი, რომელიც სერიოზულ მატერიალურ პრობლემებს განიცდიდა, ახლო მომავალში საკონცერტო ტურნეს მოწყობას გეგმავს მთელი ისრაელის მასშტაბით.

თქვენ მშვიდობისთვის ლოცულობთ, მიგაქვთ წმინდა ცეცხლი მოსკოვში და ამავდროულად, აგზავნით რაკეტებს ოდესაში, რის შედეგადაც სამი თვის ბავშვი იღუპება.. თუ ამჯერადაც ჩვენ არ ვყოფილვართ?“- მაქსიმ გალკინი

ვიდეო: კონცერტიდან შემოსული თანხით, მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g