LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენ ირგვლივ მყოფები.. გასათვალისწინებელია აივ ინფექცია/შიდსის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი“ – ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

1094
Your paragraph text

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და საზოგადოებას ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. მაია ბუწაშვილი ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსეთის შემოსვლას ეხმიანება და აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების მომატებულ რისკებზე საუბრობს:

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არაერთი რუსი პაციენტი ჰყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი).

მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი.

ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენ ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საეჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და…

Posted by Maia Butsashvili on ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g