LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქსიმუმი“ – ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო მაღალეფექტური პრეპარატი

439
მაქსიმუმი

მცენარეთა დაცვა მიწათმოქმედების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია, რომლის გარეშეც შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიღება. სწორედ ნათესებისა და ნარგავების მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავად, მათი სწორად კვების ხელშესაწყობად და მაღალი და ხარისხიანი მოსავლის უზრუნველსაყოფად, 2015 წელს კომპანია „აგრობესთ ჯორჯია” შეიქმნა. კომპანიის მთავარი ფასეულობაა, ყურადღებით მოუსმინოს არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს, რათა მთლიანად გაამართლოს მათი მოლოდინი და არჩევანი. 

ვალიკო მუსაშვილი, კომპანიის „აგრობესთ ჯორჯია“ მთავარი აგრონომი:

-„აგრობესთ ჯორჯია“ თანამედროვე აგროკომპანიაა, რომელიც ფერმერებს სთავაზობს მცენარეთა დაცვის მაღალხარისხიან საშუალებებს, სასუქებს, ბიოსტიმულატორებსა და პროფესიონალურ აგრონომიულ კონსულტაციებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ფერმერს მივაწოდოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ცოდნა, გამოცდილება და სწორი რეკომენდაცია, რათა მიიღოს მაღალი, ხარისხიანი და ეკონომიკურად მომგებიანი მოსავალი. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში წარმატება სწორედ სწორი ტექნოლოგიების გამოყენებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ფერმერებთან, ვაკვირდებით კულტურების მდგომარეობას და ვეხმარებით მათ დაავადებებისა და მავნებლების ეფექტურ მართვაში.

– სეზონის გათვალისწინებით, რომელი პრობლემაა ამჟამად აქტუალური?

– დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ვაზის ჭრაქი, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში – ბოლო დროს არსებული ნალექები და მაღალი ტენიანობა დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამიტომ მევენახეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ვენახების მონიტორინგსა და დროულ დაცვით ღონისძიებებს.

– რა ზიანის მოტანა შეუძლია ჭრაქს?

– ჭრაქი აზიანებს ვაზის ფოთლებს, ყვავილედებს, ყლორტებსა და მტევნებს, რის შედეგადაც მცირდება როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე მისი ხარისხი. ამიტომ აუცილებელია დაავადების დროული მართვა.

– რას ურჩევდით მევენახეებს ამ ეტაპზე?

– უპირველესად, ვურჩევ, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყონ მხოლოდ სიმპტომების გამოჩენის შემდეგ. დღეს, როდესაც ჭრაქის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება და ეფექტური პრეპარატების გამოყენება. ამ მიმართულებით მინდა გამოვყო „აგრობესთ ჯორჯიას“ სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი „მაქსიმუმი“, რომელიც ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. პრეპარატს აქვს როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მოქმედება, იცავს ახალ ნაზარდს და უზრუნველყოფს ვენახის საიმედო დაცვას ინფექციის მაღალი წნეხის პირობებშიც.

– ანუ შეიძლება ითქვას, რომ დროული დაცვა წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია?

– რა თქმა უნდა. სოფლის მეურნეობაში ყოველთვის უფრო მარტივი და ეკონომიკურად გამართლებულია დაავადების პრევენცია, ვიდრე უკვე განვითარებული პრობლემის აღმოფხვრა. ამიტომ მევენახეებს ვურჩევ, ყურადღებით აკონტროლონ ვენახები და დაავადების რისკის არსებობისას დროულად გამოიყენონ დაცვის ეფექტური საშუალებები.

– სად შეუძლიათ ფერმერებს დამატებითი ინფორმაციის მიღება?

– ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ „აგრობესთ ჯორჯიას“ წარმომადგენლობებს მთელი საქართველოს მასშტაბით ან დაუკავშირდნენ ჩვენს აგრონომიულ სამსახურს. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, მათ პროფესიონალური კონსულტაცია გაუწიოს და კონკრეტული კულტურისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g