პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ცდილობენ მოიძიონ ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელად გამოაცხადებენ.
„არ მინდა ოჯახი შევაწუხო, მაგრამ მაქვს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ კულუარებში რა საუბრებიც მიდიოდა. ახლა არის მისახედი და დასაჩქარებელი, მიხეილ სააკაშვილი გაიყვანონ საზღვარგარეთ. ძალიან ცუდი საუბრები იყო, კონკრეტულად, რომ იქნებ როგორმე ეპოვათ ექიმები, რომ დასკვნა დაედოთ სააკაშვილი არის ჯანმრთელი. ამას გარკვეულწილად მოჰყვა წინააღმდეგობები. ყველას ვურჩევდი საკუთარ ოჯახებზე იფიქრონ ვინ მისი გარემოცვაა და დროულად გადაგვაყვანინონ ეს ადამიანი საზღვარგარეთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა „TV პირველის“ ეთერში.