LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულთა ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით: თენგიზ ცერცვაძე

194
ცერცვაძე

მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, ახალი შემთხვევების კონტროლი გაგვიჭირდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პაციენტების ნაწილი, რომელიც ბინაზე მკურნალობს, თვითიზოლაციის წესებს არღვევს და ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი, არა მარტო ქუჩაში დადიან, ასევე მიდიან სტუმრად.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, მკაცრად გააკონტროლოს მსგავსი შემთხვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები კონტროლი გართულდება.

პოპულარულები