ლეონარდო დიკაპრიო და მისი საცოლე, ვიტორია ჩერეტი იბიცაზე იმყოფებიან. მოგზაურობის მოყვარული წყვილი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ 50 წლის ოსკაროსანი მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ მომხდარა მისი მომავალი როლისთვის. როგორც ირკვევა, ლეო მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს 26 წლის შეყვარებულს და ვიზუალურ მხარეზე ზედმიწევნით ზრუნავს.
რამდენიმე კვირის წინ ის CinemaCon 2025-ის ღონისძიებაზე შეღებილი თმით, ტონირებული წარბებითა და წვერით გამოჩნდა.
„მარადმწვანე ბიჭი“, „ვიტორიას დასამსახურებელია მისი შესანიშნავი ფიზიკური ფორმა“, – წერენ კომენტარებში.











