LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონას ისტორიული მაისური აუქციონზე გაიყიდება

56
Maradona_vs_england

ღმერთის მაისური აუქციონზე იყიდება. მაისური, რომელიც თვით დიეგო არმანდო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისთან შეხვედრაში ეცვა, საწყის ფასად 4 მილიონ ფუნტს ვარაუდობენ.

მაისური, რომლითაც “ფეხბურთის ღმერთმა” ორი ლეგენდარული გოლი, მათ შორის “ღმერთის ხელით” გატანილი გოლი გაიტანა, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მანჩესტერის მუზეუმში ინახებოდა. ეს მაისური ინგლისელ სტივ ჰოჯს მარადონამ ამ ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ გაუცვალა. აღნიშნულლ შეხვედრაში არგენტინამ სწორედ ინგლისი დაამარცხა 2:1 და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ონლაინ აუქციონი 21 აპრილიდან 4 მაისამდე გაიმართება.

“ეს გოლი მარადონას თავით და ღმერთის ხელით გავიტანე”, – ამბობდა დიეგო ინგლისის ნაკრების კარში ხელით გატანილ გოლზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები