LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონას ოქროს ბურთს აუქციონზე გაყიდიან: ის მილიონები ღირს

120
Screenshot 2024-05-08 115058

დიეგო მარადონას პრიზს აუქციონზე გაყიდიან.

სავაჭროდ გამოტანილია „ოქროს ბურთი“, რომელიც მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისცეს როგორც საუკეთესო ფეხბურთელს. ამის შესახებ იუწყება აუქციონის სახლი Aguttes.

ეს გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი „ოქროს ბურთი“, რომელიც აუქციონზე გაიტანეს. სასტარტო ფასი ჯერაც უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მყიდველს ის რამდენიმე მილიონი დაუჯდება.

1986 წლის მექსიკის მუნდიალზე მარადონამ 5 გოლი გაიტანა და არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობა მოაპოვებინა.
ინგლისთან ¼ ფინალში ჯერ „ღმერთის ხელით“ გაიტანა, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ მიჩნეული „საუკუნის გოლი“ გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები