ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა მარიუპოლში არსებულ ვითარებასა და კორიდორის მოწყობაზე ისაუბრა. როგორც ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, აზოვსტალში უწევთ არჩევანის გაკეთება, ვინ უნდა გადარჩეს.
„აზოვსტალში ისევ ის ვითარებაა, რაც ერთი და ორი კვირის წინ იყო, იქ არანაირი ევაკუაცია, არანაირი კორიდორი არ არის. იქიდან გამოსვლა სახმელეთო კორიდორით იქნება სიკვდილის ტოლფასი, ამისთვის საჭიროა მესამე მხარის მყარი გარანტიები და იქ მათი ყოფნა. მესამე მხარე შეიძლება იყოს რომელიმე ნატოს ან გაეროს წარმომადგენელი ქვეყანა, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ისრაელი ან თურქეთი. ყველა მხრიდან დაცული და ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე გასვლა არის ზღვით გასვლა. ეს უნდა იყოს თურქეთის ჩართულობა, ერთ-ერთ რეალური მოთამაშე რეგიონში ეგ არის, მაგრამ არსებობს გარკვეული პრობლემები, რადგან ნატოს წევრია და კორიდორისთვის რუსეთის თანხმობაა საჭირო. მაგრამ როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, თუ მოქალაქეები და აზოვის მებრძოლები გამოვლენ იარაღით, არ არის გარანტია, რომ ცეცხლის გახსნა არ მოხდება. „აზოვმა“ როგორც განაცხადა იარაღის დაყრას და ხელის აწევით გამოსვლას არ აპირებს.
იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო გათვალისწინებული მოქალაქეების თავშესაფარზე, პოლს გააჩნდა სამედიცინო მომარაგება, წყლის და საკვები, სამოქალაქო პირების შეფარებამ ეს ჯეროვნად შეამცირა, ფაქტობრივად, ახლა მარაგი ნოლზეა. 34 მოქმედი ბუნკერიდან სხვადასხვა ადგილებში იყო გადანაწილდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ხდება მასობრივი დაბომბვა, ერთ-ერთი ბუნკერი ჩაინგრა, სადაც განადგურდა, საოპერაციო და სასაწყობე ადგილი, სადაც ინახებოდა სამედიცინო მედიკამენტები. დაჭრილი ჯარისკაცების მიღება ხდება, დიდი გასავალია მედიკამენტების, როცა გვყავს სამოქალაქო პირებიც მინიმუმზეა საუბარი, როცა ხდება გადაწყვეტა, ვინ უნდა გადარჩეს“, – განაცხადა გიორგი ქუფარაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.