„თბილისი მოლთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მსახიობი ია ფარულავა შეუერთდა.
„მარათონის ბოლო წრე ყველაზე რთულია… ახლა ჩვენ ბოლო წრეს გავდივართ და რეჟიმი გიჟს ჰგავს, შიში აქვთ და ათას სისულელეს აკეთებენ. სამწუხაროდ ასეა და ვერ შეიგნეს, რომ ხალხს არ ეშინია არც დაჭერის და არც დაპატიმრების. არ გვეშინია“, – ამბობს ია ფარულავა „მთავარ არხთან.“
გიგი უგულავა: „სულ ფეხზე მკიდია, შსს რას იტყვის, კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის“
„ივანიშვილი არის ხუნტა, ივანიშვილი რასაც აკეთებს, არის ყველაზე რთული და ბინძური კომბინაცია“
„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, ასევე ადგილზე მობილიზებულია არიან სამართალდამცველები. თბილისი მოლთან აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან მიემართებიან. ამასთან, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
ხატია დეკანოიძე: „არავის ეშინია გომელაურის და რეჟიმის – დამიჭირონ“