LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარელისთან მეწყერი ჩამოწვა – შეჩერებულია სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა

85
rkinigza

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სადგურ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

უწყების განცხადებით, დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა”, – ნათქვამია საქართველოს რგინიგზის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g