წლევანდელ ,,ბაფტაზე” მარგო რობის განსაკუთრებული მისია ჰქონდა. სწრორედ ის ავიდა სცენაზე ბრედ პიტისთვის განკუთვნილი პრიზის მისაღებად და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. ქუენტინ ტარანტინოს ფილმის ვარსკვლავი საღამოზე ბრწყინავდა შავი ფერის „შანელის“ კაბაში, რომელიც მხრებზე მთლიანად მოშიშვლებული იყო. წელს მარგომ უარი თქვა ყველანაირ აქსესუარზე და აქცენტი მინიმალისტურ მაკიაჟზე გააკეთა.
მარგო რობი ალბათ ერთადერთი ვარსკვლავია, ვინც წელს შავ ფერს მიანიჭა უპირატესობა. ამის მიუხედავად, ის წითელი ხალიჩის ყველაზე სადად და გემოვნებთ ჩაცმულ ვარსკვლავად დაასახელეს.