„ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებების დარღვევა“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული. ამასთან, ლიეტუვამ კიდევ 74 ქართველ ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
⭕💬 „ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Monday 3 March 2025