LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: ალტერნატივა მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან ჩადი სიცოცხლის ფასად, კატასტროფაა

101

საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, რომ ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული.

“საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. ამასთან მიმართებაში არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა მოიძიებნოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაუძღვეს ამ მიმართულებით და მისცეს გარკვეული გადაწყვეტები ამ პრობლემას, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც. განხილვადია ის ვარიანტიც, რომ ისევ ბიზნესი, სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ მეშახტეთა ინტერესები არის მთავარი. ტრაგედიაა და კატასტროფული ალტერნატივა – ან მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი შახტაში სიცოცხლის რისკის ფასად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსნეებთ, ტყიბულის მაღაროში  ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ. დამწვრობის ცენტრში სულ ოთხი დაშავებული მკურნალობს.

ოთხიდან ორის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. რაც შეეხება, ორ პაციენტს, რომელსაც სხეულის დიდი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g