LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი ღარიბაშვილის განცხადებამ შეაშფოთა

82

საქართველოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით შეშფოთებულია, ამის შესახებ გიოგრი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა.

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია პოლიტიკური პროცესების ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების.

სამწუხაროდ, პრემიერის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შეიტანა შექმნილ ვითარებაში.

მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა და კონსტიტუციური წესრიგი,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები