ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.
ლიდერებმა ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე მეორედ შეხვდა. გუშინ გამართული შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.