LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი ქნესეთის დელეგაციას შეხვდა

44

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქნესეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

ქნესეთის პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებით და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებული იქნება მომავალშიც, სახელმწიფოების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები