LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენ არ გვაქვს უფლება, ის ვაწამოთ და მოვკლათ

153
ფტყჯკფყუკლგ

„თუნდაც მას დაერღვია ქართული სისხლის სამართლის ყველა კანონი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვაწამოთ და მოვკლათ,“ – ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუს დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, მიუხედავად იმისა პოლიტიკურად მისაღებია ის ჩვენთვის, თუ არა.

„მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი, მაგრამ აქ არის რამდენიმე დეტალი, რომელიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. პირველი არის ის, რომ შესაძლოა, მას გაკეთებული აქვს რამე ცუდი და შესაძლოა, იქ იყო კანონის დარღვევის ფაქტები მისი მხრიდან, მაგრამ თუნდაც მას დაერღვია ქართული სისხლის სამართლის ყველა კანონი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვაწამოთ და მოვკლათ ის. დიახ, თუნდაც მას დაერღვია ყველა კანონი საქართველოში და მეორე, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად მისაღებია ის ჩვენთვის, თუ არა. არის კიდევ ერთი საკითხი, პირველი პრეზიდენტი მოკლეს რუსეთის მონაწილეობით დაგეგმილი შეთქმულების შედეგად, საქართველოს მეორე პრეზიდენტს ორჯერ დაესხნენ თავს ადამიანები, ვინც დღეს ცხოვრობს რუსეთში და ახლა მესამე პრეზიდენტი, რომელიც მტკიცედ იდგა პუტინის წინააღმდეგ, რომელსაც აწამებენ ქართულ ციხეში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან აზარალებს ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას და ეროვნულ ინტერესებს,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g