LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილმა ითხოვა დეკანოზ მამალაძის შეწყალება, თუმცა, ხელისუფლებამ თავი შეიკავა – მიტროპოლიტი დანიელი

mitropolitidaneili

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა, ამ საკითხზე თავი ხელისუფლებამ შეიკავა.

“ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა,” – ამბობს მეუფე.

რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს, მეუფე დანიელი ამბობს, რომ ზიარება მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. დეკანოზის ოჯახი მამა გიორგის ზიარებას რამდენიმე თვე ითხოვდა, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, საავადმყოფოში აზიარეს.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მხარდამჭერებს ვერ აკონტროლებს.

“დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან და შეიძლება ეს არ არის ყოველთვის მისი სურვილი, ის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც ხდება მისი გარემოცვისგან იმიტომ, რომ ის ფაქტიურად ციხეშია და ეს ადამიანები მოქმედებენ და მე მგონი, მათ მოქმედებაში არის ელემენტარული შეცდომები,” – ამბობს მეუფე დანიელი.

magti 5g