თავისუფალი უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდის წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს – ვიზუალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული მარი ბაბაევი სწავლას იტალიაში, ფლორენციის მოდის სკოლაში (Polimoda) მოდის დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველწლიურად Polimoda აცხადებს კონკურსს სწავლის სრული დაფინანსებისთვის, ჯამში 72 000 ევრო, რომელიც მხოლოდ ერთ სტუდენტს უფინანსებს სწავლას.
წელს კი ამ კონკურსის გამარჯვებული მარი ბაბაევი გახდა და მან სრული დაფინანსება მოიპოვა.
„მარიმ მოწვევა მიიღო აგრეთვე IED Firenze-დან, ბრიუსელის Luca l School of Arts-დან და ლონდონის Royal College of Art-დან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ფლორენციის მოდის სკოლაზე“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზუალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული მარი ბაბაევი სწავლას აგრძელებს იტალიაში, ფლორენციის მოდის სკოლაში…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025