მარია შარაპოვამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ბრენდ Nike-ის სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს.
სპორტსმენმა აღნიშნულ მარკასთან კონტრაქტს ხელი 2013 წელს მოაწერა, რომელმაც 8 წლის განმავლობაში მას 70 მილიონი დოლარი უნდა მოუტანოს.
„ეფექტი“ უკვე აშკარაა: წელს მარია „ფორბსის“ ვერსიით ყველაზე მდიდარ სპორტსმენ ქალად დასახელდა. მისი გამომუშავებული თანხა 29,7 მილიონ დოლარს უტოლდება.