LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა: „ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში“

333
მარია ზახაროვა

„რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა რუსეთის დროშა შეურაცხყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g