LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა: „ვცდილობთ, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას“

216
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობაზე მოსკოვი თბილისთან შეთანხმებას ცდილობს.

აღნიშნულის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა:

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოგეხსენებათ, მათ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზები ფუნქციონირებს, ერთობლივად ვიცავთ სახელმწიფო საზღვრებს გარედან შესაძლო პროვოკაციების აცილების მიზნით.

ვცდილობთ, საქართველოსგან მივაღწიოთ შეთანხმებას ამ ქვეყნების მიმართ ძალის გამოუყენებლობაზე. სწორედ ესაა რეგიონში სტაბილურობის საწინდარი.“– განაცხადა მარია ზახაროვამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები