LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ელიეშვილი სიმღერის პრემიერით

8

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” მარიამ ელიეშვილი ესტუმრა.


როგორი იყო შენთვის 2016 წელი?

ბევრი სიახლე მოხდა 2016 წელს, ახალ წელს ახალი ალბომით ხვდები. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც დააფინანსა ჩემი ალბომი პროექტის ”იპოვე შენი საქართველო”-ს ფარგლებში. ალბომი ”ბრავო რეკორდში” ჩაიწერა და მინდა სტუდიის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. ალბომში ათი სიმღერაა და მათ შორის მხოლოდ ერთია ძველი, თუმცა განახლებული ვერსიით. კახა ცაბაძის, გოგი ცაბაძის, გია ყანჩელის სიმღერებს ვასრულებ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ასევე არის ახალგაზრდა კომპოზიტორის, ქეთევან ვარდიაშვილის სიმღერაც, რომლის პრემიერაც ახლა ”არ დაიდარდოს” ეთერში შედგება. ჯერჯერობით ალბომი გაყიდავში არ არის, მხოლოდ შეზღუდული ტირაჟით, სასაჩუქრედ გამოიცა.


სად ხვდები ახალ წელს და როგორი ტრადიციები გაქვს?

ბოლო რამდენიმე წელია სახლში ახალ წელს აღარ ვხდები, რაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. წელსაც კონცერტი მექნება, თუმცა საზღვარგარეთ, შემდეგ კი საქართველოშიც მაქვს კონცერტები. რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, დედა ყველა კონცერტზე ყოველთვის ჩემთან ერთად არის. მე მჯერა იმის, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, მთელი წელი ისეთი იქნება და სულ ვცდილობ პირველ დღეებში პოზიტიურ განწყობაზე ვიყო. მჯერა ბედობისაც, ვცდილობ ბედობა დღეს არაფერი მეწყინოს. ნაძვის ხეს მთელი ოჯახი ერთად ვაწყობთ ხოლმე. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, არ მიყვარს ხორციანი კერძები, თუმცა მიყვარს გოზინაყი, ჩურჩხელა. არ მიყვარს ზამთარი, მიყვარს სიცხე.


როგორია შენი გეგმები?

თებერვალში კონცერტი მაქვს სტამბოლში, მარტში ევროპაში გასტროლები შემდეგ კი ისრაელში მაქვს დაგეგმილი კონცერტი. თან ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის
ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მეორე პროფესიად კი ჩინური ავირჩიე.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ქეთევან ვარდიაშვილია ლექსისა და მუსიკის ავტორი. სიმღერის სახელწოდებაა ”სად დავიბადე”. ჩაიწერა ”ბრავო რეკორდსში” ალეკო ბერძენიშვილთან, არანჟირება კი ეკუთვნის ბორიკო შხიანს. საბედნიეროდ ჩემი ჰონორარებით შევიძინე ავტომობილი და როდესაც გზაში ვარ, ყოველთვის ვუსმენ ან ”არ დაიდარდოს”, ან ”ფორტუნა პლუსს”.

მარიამ ელიეშვილი – სად დავიბადეთ


AudioMARIAM ELIESHVILI – SAD DAVIBADET

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiomariamelieshvili1

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები