LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ელიეშვილი: „ისე გამოვიდა, რომ ჩვენს ქორწილში უკვე სამნი ვიყავით, მე გიორგი და პატარა…“

111
მარიამ ელიეშვილი

მომღერალი მარიამ ელიეშვილი მალე დედა გახდება. ის ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რომ ორსულობის შესახებ აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლიდან მალევე გაიგო.

– როგორ შეიტყვე ფეხმძიმობის შესახებ და როგორ გახსენდება იმდროინდელი ემოციები?

– ვერ აღვწერ, იმდენად მოულოდნელი სიხარული იყო. აქ ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავიგე, რომ პატარა გვეყოლებოდა. ჩემს საქორწილო ფოტოებში, ოდნავ უკვე მეტყობოდა პატარა მუცელი და სხვათა შორის, ახლა უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ქორწილის ფოტოების ნახვის შემდეგ, ეს აზრი გაუჩნდათ კიდეც (იცინის). ისე გამოვიდა, რომ ჩვენს ქორწილში უკვე სამნი ვიყავით, მე გიორგი და პატარა. ქორწილის ფოტოები და ვიდეო ისედაც ხომ ძალიან დასამახსოვრებელი და ძვირფასია ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის – კიდევ უფრო მეტად, რადგან უკვე სამნი ვიყავით. ეს ჩვენი ოჯახებისთვის დიდი ბედნიერებაა. მინდა, ყველა წყვილს, ვისაც შვილის ყოლა უნდა, ვუსურვო თავიანთი სიყვარულის გაგრძელება ჯანმრთელ და ბედნიერი პატარაში.

– მეუღლეს როგორ უთხარი ამის შესახებ?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ სქესის გაგების ცერემონიალიც მხოლოდ ჩვენთვის გაგვეკეთებინა, ანუ პირველებს ჩვენ გაგვეგო, გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი. წარუშლელია ეს ემოციები. განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, რაც სხვა წყვილს არ გამოუცდია. ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა და ახლა უდიდესი სიხარულით ველოდებით ჩვენს პატარას.

– როგორ შეგცვალა ფეხმძიმობამ?

– არ მაქვს რთული ან პრეტენზიული ფეხმძიმობა. თუ რამე მომინდება, გიორგი მაქსიმალურად მიწყობს ხელს, მაგრამ რომელიმე კერძის მიმართ აკვიატებული დამოკიდებულება ან განსაკუთრებული სურვილი არ მქონია. ვცდილობ, არ ვიკვებო ორი ადამიანის ულუფით. რამდენსაც ორგანიზმი მთხოვს, იმდენს ვიღებ. ორსულობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვიმატებ, მაგრამ რამდენადაც ჩემზეა დამოკიდებული, ვცდილობ, იმდენი არ მოვიმატო, რომ შემდეგ დაკლება ძალიან გამიჭირდეს. უცნაური სურვილები და მოთხოვნები საერთოდ არ მაქვს. თუ რამე მომნატრებია, გიორგის გული არასდროს დაუწყვეტია. საბედნიეროდ, არც ტოქსიკოზი მქონია. ხანდახან შეიძლება, უცებ რაღაც მომინდეს, მაგრამ შემაწუხებლად – არა. ყველაფერი მშვიდად მიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g