ჯეკ შეფერდის ქართველი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცნობილი გამოცემის Daily Mail სტატიას, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში მკვლელობისთვის გასამართლებული შეფერდი ადვოკატს 15 000 ფუნტს უხდის.
მარიამ კუბლაშვილი ქართველ ჟურნალისტებს მადლოაბს უხდის და წერს, რომ „დეილი მეილს“ მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.
ბრიტანული პრესა: „მკვლელ ჯეკ შეფერდს დაიცავს ადვოკატი, რომელიც ყოფილი მოდელი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეა“
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა საქართველო
გთავაზობთ მის სტატუსს:
„ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail -ი, ყოველგვარ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე, მტკიცებითი ფორმით პირდაპირ ჟურნალის გარეკანზე ათავსებს ინფორმაციას კლიენტის და ადვოკატის კონფიდენციალური შეთანხმების შესახებ და თან სიცრუეს, რომ ჯეკმა 15 000 ფუნტი გადაგვიხადა. საინტერესოა) მართლაც დასაფასებელია ჩვენი ჟურნალისტები, ამაში დავრწმუნდი! მადლობა მათ“.