მარიამ კუბლაშვილი ქალებს ქალთა დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ არაერთი ქალი დღემდე იბრძვის ფუნდამენტური უფლებების მოსაპოვებლად.
„გილოცავთ ქალთა დღეს!
თითოეული ქალი არის განსაკუთრებული. მათი შესაძლებლობები არის უსაზღვრო. ამ ადამიანების მიღწევების წყალობით, სამყარო იცვლება უკეთესობისკენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაერთი ქალი დღემდე იბრძვის ფუნდამენტური უფლებების მოსაპოვებლად.
მიხარია, რომ ჩვენს გუნდს სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნაში მუდამ შეაქვს წვლილი,“ – წერს მარიამ კუბლაშვილი.