21 თებერვალს საღამოს რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დაკავებული დემონსტრანტი, „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა პოლიციიდან გამოსვლისას დაახვედრეს 5000-ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს გზის გადაკეტვის გამო:
„სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მარიამ მეყანწიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
მარიამ მეყანწიშვილი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის გახსნის დროს დააკავა.
„რომ ვეკითხებოდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ისეთ ქვეყანაში ყოფნას, სადაც მოძალადეს და ჩვენს შორის, ვინც ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვის, ტოლობას დასვამდნენ, ადგნენ და ტროტუარიდან ამიყვანეს.
გამათავისუფლეს ხელწერილით. გამოსულს იქვე დამახვედრეს 5 000-ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს გზის გადაკეტვაზე. ერთი წამით არ ვნანობ არცერთ დღეს აქციაზე დგომის.
ასე გაგრძელდება ჩემი ბრძოლა და კიდევ ვიბრძოლებ იმ უსამართლობის წინააღმდეგ რაც ქოცთა მოდგმის შედეგია. დაკავების ბრძანება მამულაშვილმა დავითმა გასცა რომელიც ადეკვატური ადამიანი მეგონა (ჩემი ოპტიმიზმი) დანარჩენი იმას მეუბნებოდა არ გაკავებთო.
ეკიპაჟი, რომელმაც პირველ სამმართველოში გადამიყვანა და იქამდე თაბუკაშვილზე მისგან განსხვავებით მისმენდნენ მაინც. ხელი არ მოვაწერე ოქმს, სადაც პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას მედავებიან (რაც სრული აბსურდია). ისევ სასამართლოში შევხვდებით. არცერთი წამით უკან არ დავიხევ!!!!
მადლობა ჩემს ნაცნობ და უცნობ თანამებრძოლებს გვერდში დგომისთვის. ტელეფონი რომ დამიბრუნეს, იმდენი შეტყობინება დამხვდა, ხალხის, ვინც მიცნობდა თუ არ მიცნობდა, ჩემს ამბავს კითხულობდნენ.
სიამაყით ვარ სავსე და უფრო მეტად შემმატეთ ძალა. ძალიან მიყვარხართ და შევხვდებით რუსთაველზე!!!” – წერს მარიამ მეყანწიშვილი.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მარიამ მეყანწიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარიამ მეყანწიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის გახსნის დროს დააკავა.