LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში

221
მარიამ ქვრივიშვილი

„არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, არჩევნებში მონაწილეობს იღებს 12 საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება 8,184 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი 55 ორგანიზაციიდან, აგრეთვე 984 წარმომადგენელი 73 მედია-ორგანიზაციიდან. თითოეულ დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენელს აქვს სრული შესაძლებლობა, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას და გააშუქოს საარჩევნო პროცესები.

თაზო დათუნაშვილი: „12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 15 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის მილიონმა, 990 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მონაცემებთან.

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი კვლევებით, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს“

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა მეტი სიკეთე შევიდეს საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

თინა ბოკუჩავა: თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან რუსული სპეცოპერაციის მონაწილე გახდეს, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g