LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი IATA-ს ექსპერტებს შეხვდა

121
მარიამი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალურ გეგმა საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომდევნო 20 წლის განმავლობაში თანმიმდევრული პოლიტიკა განახორციელოს და ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, განვითარების აღნიშნული გეგმა საქართველოს მთავრობისთვის გზამკვლევი სამი ძირითადი მიმართულებით იქნება – მზარდი მგზავრთნაკადის მართვა, საეროდრომო და სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება და სამიზნე ბაზრების, ავიაკომპანიების და მიმართულებების დივერსიფიკაცია.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები 6 თვის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ IATA-ს მსგავსი   პროექტები განხორციელებული აქვს მსოფლიოს ისეთი ქალაქების აეროპორტებისთვის, როგორებიცაა რომი, ათენი, ვარშავა, სტამბოლი და სხვა.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა IATA-ს ექსპერტებმა შეხვედრები ასევე გამართეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ სხვა უწყებებში. მოინახულეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, მისი სააეროდრომო ნაწილი და ადგილზე შეისწავლეს არსებულ მდგომარეობა და შესაძლებლობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები