ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ტრანსპორტის მინისტრთან ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერლან აკენჟენოვთან.
ყაზახეთის შემდეგ მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთს ეწვევა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.