LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“

113
შანხაი

„საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა.

„ღონისძიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს აქვთ უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ასევე, როგორ ხდება მისი გამოყენება, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შანხაიში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაში.

„სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები