LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი – სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან

136
მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.

ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

2024 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას, ამასთან, ისტორიული მაქსიმუმია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.

„ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა საქართველოს ტურიზმისთვის სტრატეგიულ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვ.

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ამის პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი პირდაპირი ფრენა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მეტ საერთაშორისო მოგზაურს. აღნიშნული დადებითად აისახება ორივე ინდუსტრიის გაძლიერებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g