LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან მიმდინარე მსხვილი პროექტები განიხილა

312
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო პროექტები ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიის განახლების საჭიროებასა და ამ მხრივ აზიის განვითარების ბანკთან პოტენციურ თანამშრომლობაზე, აგრეთვე ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება-ხელშეწყობასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგებში. მათ შორის საუბარი შეეხო ვაზიანში, თბილისის ახალი აეროპორტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს, აგრეთვე ტურიზმის სტრატეგიის 2035-ის შემუშავებას, რომლითაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმა განისაზღვრება.

შეხვედრაზე კიდევ ერთი პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მხარდაჭერა დასახელდა.

საუბარი ასევე წარიმართა აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის საიუბილეო მეხუთე ღონისძიება 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ბანკი ფორუმის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ინგმინ იანგი მიიღებს.

შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g