LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

106
Capture

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს,  ოლივიე კურტოს შეხვდა და მასთან ერთად ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს  დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას და ინვესტიციების ხელშეწყობას. აღინიშნა, რომ ფრანგული კომპანიების მხრიდან დიდია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სექტორებში.  დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა, რომ მხარეები გაააქტიურებენ საქმიანობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g