მარიამ სანოგო ჟურნალ „სარკესთან“ კანის კინოფესტივალზე დასწრების საინტერესო ამბებს იხსენებს:
„მე და ნინუცამ მცირე დრო ვიპოვეთ და კანის სანაპიროზე გავისეირნეთ. უცებ ერთ-ერთ ბუნგალოში ხალხმრავლობა აღმოვაჩინეთ, შუაში იჯდა შთამბეჭდავი გარეგნობის ქერა ქალი, გარშემო კი ჟურნალისტები ისხდნენ. ჩვენც შევიხედეთ და კეტი ბლანშეტი აღმოვაჩინეთ…
…ვხედავთ, გვერდზე მაგიდაზე გვიზის რიჩარდ გირი, რომელიც ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს. ეს იყო პირველი შოკი, რომელიც განვიცადეთ. ჩემი ბავშვობის ქრაში, რიჩარდ გირი ისე სიმპათიურია. ასაკი ძალიან მოუხდა…“