26 ივლისს, საქართველოში იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.
საქორწინო სამზადისზე, ქორწილის დღის გამორჩეულ ეპიზოდებსა და მიღებულ შთაბეჭდილებებზე მარიამ შარმანაშვილმა ჟურნალ „სარკის“ 30 ივლისის ნომერში, ინტერვიუში ისაუბრა.
მარიამმა ასევე აღნიშნა, თუ რა იყო მისთვის ყველაზე ამაღელვებელი ამ დღეს.
„საკმაოდ დატვირთული იყო ჩვენი ქორწილი ემოციებით. ბევრმა ისიც კი მისაყვედურა, მაკიაჟი რატომ გაგვაკეთებინე, თუ ამდენი უნდა გვეტირა ბედნიერებისგანო.

საკმაოდ ემოციური იყო ჯვრისწერა, ხელისმოწერის ცერემონია, სადაც მამამ მიმაცილა.
ასევე ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც ჩემმა შვილმა, დემეტრემ, ნიშნობის ბეჭდები მოგვიტანა. კულმინაცია იყო, როდესაც მე და კარლომ ერთმანეთს ფიცი წავუკითხეთ.
არ ვიცოდით წინასწარ, თუ რა ტექსტს წარმოვთქვამდით. ასვე სიურპრიზი იყო ჩემს ძმასთან ცეკვა. ბევრი ვიტირე ამ მომენტში“, – აღნიშნა მარიამ შარმანაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
❤️ მარიამ შარმანაშვილის ემოციური ცეკვა ძმასთან ერთად❤️ „და-ძმობის სიყვარულს არაფერი სჯობს“ – მარიამ შარმანაშვილის ემოციური ცეკვა ძმასთან ერთად ვიდეო: Levan Keshela
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 28 ივლისი, 2025
ვიდეო: ვინ ასწავლა კარლო პონტის ცეკვა ქართული: „დაუღალავად იშრომეს…“