მარიამ შარმანაშვილისა და მისი მეუღლის, კარლო პონტის, ენერგიული ცეკვის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კადრებში ჩანს, როგორ იწვევს ულამაზეს თეთრ ორეულში გამოწყობილი მარიამ შარმანაშვილი მეუღლეს საცეკვაო მოედანზე. კარლო პონტიც მალევე უერთდება ცეკვას და ენერგიული მოძრაობებით წყვილი დამსწრეების ყურადღებას იპყრობს.
ვიდეოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წყვილის უშუალობასა და ერთმანეთის მიმართ თბილ დამოკიდებულებას აღნიშნავენ. „მიყვარს უბრალო და დიდებული ადამიანები“, „ლამაზი და საყვარელი წყვილი”, „და მაინც, რა ლამაზია უბრალოება.“
