LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შენგელია: „ყველას აზრს პატივს ვცემ, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს საზღვრებს… ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია… ვიცოდი, იქნებოდა ისეთი ხალხი, ვისაც არ მოეწონებოდა სიმღერა და ისეთებიც, ვისაც მოეწონებოდა – შემზადებული შევხვდი ამ ყველაფერს“

305
მარიამ შენგელია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება – ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს მე-10 ნომრად იმღერებს.

საკუთარ ემოციებზე, სამზადისსა და მოლოდინებზე მომღერალმა, „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „არტ-FM“– თან ისაუბრა.

„ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია და ძალიან ახლოა. მგონია, რომ მაყურებლის გარკვეულ რაოდენობას ძალიან მეწონა. ძალიან ვემზადებით, ერთი სული მაქვს წარვდგე მაყურებლის წინაშე“, – ამბობს მარიამ შენგელია.

მომღერალმა გადაცემაში ასევე ისაუბრა მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე და განმარტა, რომ ჯანსაღი კრიტიკა მისთვის მისაღებია:

„მე ყველას აზრს პატივს ვცემ, თუმცა ეს უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, ეს არ უნდა სცდებოდეს საზღვრებს… კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ჯანსაღი…

რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ სიმღერა რომ დაიდებოდა, იქნებოდა ისეთი ხალხი, ვისაც არ მოეწონებოდა და ისეთებიც, ვისაც მოეწონებოდა და ასეც იყო.

ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ შემზადებული შევხვდი ამ ყველაფერს“, – ამბობს მომღერალი.

ვინ არის ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის და კლიპის ავტორი და როდის წარდგება მარიამ შენგელია ევროპის წინაშე სიმღერით Freedom

საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.

ცნობისთვის, სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე – იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს.

ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g