LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი როლი არ აქვს წამ­ყვან ანკა ვა­სა­ძეს“ – მსახიობის განმარტება, როგორ გახდა წამყვანი

2356
ფორტუნა - 2023-09-20T231311.130

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის „სიყ­ვა­რულს მიღ­მა“ მე­ო­რე სე­ზო­ნი მძი­მე სე­რი­ით და­ი­წყო. სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი, მარი გარ­და­იც­ვა­ლა.
მა­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ანკა ვა­სა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლა­ზე“ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ სე­რი­ა­ლის მე­ნე­ჯმენ­ტმა ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის გამო მი­ი­ღო, რომ მსა­ხი­ობ­თან შე­თან­ხმე­ბა ვე­ღარ შედ­გა.

თუმ­ცა ამას თა­ვად ანკა ვა­სა­ძე უარ­ყოფს. ამ­ბობს, რომ მისი გმი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სცე­ნა­რი ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­წე­რა, ხოლო თა­ვად „ფორ­მუ­ლას” გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ორი კვი­რის წინ გახ­და.

„ჩემი მოს­ვლა „ფორ­მუ­ლას” დი­ლის გა­და­ცე­მა­ში და­უ­გეგ­მა­ვად და­ემ­თხვა სე­რი­ალ­ში “სიყ­ვა­რულს მიღ­მა” ჩემი პერ­სო­ნა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. რა თქმა უნდა, მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი როლი არ აქვს წამ­ყვან ანკა ვა­სა­ძეს, ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­გეგ­მა სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, მა­რი­ა­მის სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ დი­ლის გა­და­ცე­მას შე­ვუ­ერ­თდი ორი კვი­რის წინ“. – ამბობს ანკა ვასაძე.

ვიდეო: მსახიობი ანკა ვასაძე „ფორმულას“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g