გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია კიდევ ერთი ქართველი გოგონას წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
მარიანა ჩოჩია, რომელიც ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულია, სწავლას Paris 1 Panthéon-Sorbonne უნივერსიტეტში გააგრძელებს.
„ამერიკული აკადემიის მოსწავლე, მარიანა ჩოჩია (2024 წლის გამოშვება) სწავლას საფრანგეთში, Paris 1 Panthéon-Sorbonne უნივერსიტეტში გააგრძელებს, ფრანგულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე.
ვულოცავთ მარიანას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ აკადემიურ გზაზე!“, – წერია გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
🇫🇷🎓 ამერიკული აკადემიის მოსწავლე, მარიანა ჩოჩია (2024 წლის გამოშვება) სწავლას საფრანგეთში, Paris 1 Panthéon-Sorbonne…
Posted by The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi on ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025