ა(ა)იპ ’’ჩვენი ბორჯომისათვის“ ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის და “IDS ბორჯომი საქართველო” მხარდაჭერით, ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში გაიმართა ბორჯომის ტრენინგცენტრთან არსებული ახალგაზრდული საკრებულოს და კომპანია „ მარიგოლდის“ ერთობლივი პროექტი “ გააცოცხლე ისტორია, შეიყვარე შენი ქალაქი“.
ფოტოგამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის ტრენინგცენტრის „ახალგაზრდული საკრებულოს” წევრებმა, რომლებმაც მოირგეს „მარიგოლდიs” გათანამედროვებული ქართული სამოსი. ასევე გაიმართა ბორჯომის ტრენინგცენტრის არტსახელოსნოს მოსწავლეების პანდემიის პერიოდში შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა.
ორგანიზატორები მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის სასტუმროს „გოლდენ ტულიპი“.