LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ. პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა. 90-იან წლებში სახლიდან ქილებს ვაბარებდი… გამონაცვალ ტანსაცმელში გავიზარდე…“

1048
e4089722-99da-4b8b-8c91-aefa1e717a62

ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ფინანსების თემაზე დასმულ კითხვებზე პასუხობს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან.

– საერთოდ, რამდენად განსაზღვრავს ფულის ქონა-არქონა შენს ემოციურ მდგომარეობას?

– მე ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ. პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა. 90-იან წლებში სახლიდან „ბანკებს“ ვაბარებდი, რომ ერთი ცალი პატარა წვენი მეყიდა. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო და მოსწავლე რომ „ბანბარენკას“ მოუტანდა, შეჭმის შემდეგ კოლოფს მაცივარში ვინახავდი, რომ მისი სურნელი დიდხანს შემეგრძნო. გამონაცვალ ტანსაცმელში გავიზარდე. ალბათ, აქედან გამომდინარეც ჩამომიყალიბდა ასეთი ხასიათი. მაგრამ ამის გამო ცხოვრების ხალისი არ დამიკარგავს. ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი განწყობა ფულის ქონა-არქონაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გაჭირვება არ მიკვირს, მახსოვს ერთხელ მთელმა სადარბაზომ ავაგროვეთ ფული ერთი საზამთროსთვის და მე იმ საზამთროზე გემრიელი არაფერი მიჭამია. მგონი, ისეთი ბედნიერი, როგორც მისი ჭამისას, არასდროს ვყოფილვარ. დღეს ასეთი სიხარული შეიძლება, ვეღარ ვიგრძნო, არადა ბევრი რამის ყიდვა ძალიან მარტივად შემიძლია.

მარიკა ბაკურაძე: „ამ ფაქტმა დამაკარგვინა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მეგობარი მეგონა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g