LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ კამპანია „არა ნარკოტიკებს!”იწყება

251

ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანია „არა ნარკოტიკებს!“ იწყება, – ინფორმაციას ამის შესახებ „თამბაქოს ალიანსი ავრცელებს“. ალიანსი მოუწოდებს ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, გაერთიანდეს და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით აიძულონ საკონსტიტუციო სასამართლო, უარი თქვას მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

“დაიშვა ერთ-ერთი მძლავრი ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას ლეგალიზაცია, რომელიც მძლავრ ნარკოტიკებს შორის, დამოკიდებულების ანუ მიჯაჭვულობის თვალსაზრისით მეხუთე ადგილზეა და იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მძიმე დაავადებებს. მარიხუანას კვამლი, როგორც მისი მომხმარებლის, ასევე გარშემო მყოფებისათვის არის საშიში და ასევე ავითარებს ზემოაღნიშნული სისტემების დაავადებებს, რადგან კვმალი შეიცავს ტოქსინებსა და კარცენოგენებს და სახიფათოა ირგვლივ მყოფი არამწეველებისთვის.

მომავალი თაობებისთვის დამღუპველი გადაწყვეტილების უკან, სამწუხაროდ, კვლავაც მძლავრი ფინანსური ინტერესები იკვეთება. დაინტერესებულ ჯგუფთა შორის არის თამბაქოს ინდუსტრია. ყველგან, სადაც მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა, ამ ნარკოტიკის მთავარი მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორისია“. ამიტომაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც ჩართულია ამ პროცესში და შესაბამისი ინტერესის სანაცვლოდ მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოშიც ლობირებენ.

დღეიდან ვქმნით მოძრაობას „არა ნარკოტიკებს!“ და მოვუწოდებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით ვაიძულოთ საკონსტიტუციო სამსამართლო უარი თქვას უკანონო გადაწყვეტილებაზე” – წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“თამბაქოს ალიანსის” მოითხოვს, საქართველოს პარლამენტმა  მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს დიდ პალატას და გაასაჩივროს პირველი პალატის უსაფუძვლო გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დააფიქსიროს მისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g