LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს!“ – ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

236
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს.

სპეციალისტი ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და მოსახლეობაში უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება აზრი მისი უვნებლობის შესახებ, თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე:

„მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს!

მარიხუანას მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და მოსახლეობაში უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება აზრი მისი უვნებლობის შესახებ. თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

წელს გამოქვეყნდა აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული კვლევის შედეგები კანაბისის მიერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის მკვეთრად გაზრდის შესახებ. კვლევა ჩატარდა 50 წლამდე ადამიანებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკები არ ქონდათ (ანუ არ იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები, ქოლესტერინი და წნევა ქონდათ ნორმალური და ა.შ).

ეს იყო რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კანაბისის მომხმარებლებსა და არამომხმარებლებს შორის (92 ათასი მომხმარებელი და 4 მილიონი არამომხმარებელი ადამიანი) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირეს.

კვლევამ გამოავლინა, რომ კანაბისის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 6-ჯერ მაღალია არამომხმარებლებთან შედარებით და მათში ინფარქტის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი 5-ჯერ მაღალია.

რაც შეეხება ინსულტს, მომხმარებლებს 4.3-ჯერ მაღალი აქვთ რისკი და გადარჩენის შანსი 5-ჯერ ნაკლები არამომხმარებლებთან შედარებით“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს! მარიხუანას მოხმარება მთელ…

Posted by Maia Butsashvili on კვირა, 23 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g