LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკო ლეჟავას ჩანთების ახალი ბრენდი „ბადე“

321

ბრენდი „ბადე“ სულ რაღაც ორი კვირაა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ბრენდი მომღერალმა მარიკო ლეჟავამ და მისმა მეგობარმა ანო მაისურაძემ შექმნეს. „ბადე“ მომხმარებელს ჩანთების შეძენას სთავაზობს.

როგორც ჩვენთან საუბარში მარიკო ლეჟავამ აღნიშნა : „ვცდილობთ, რომ ჩვენი ჩანთები არ ჰგავდეს სხვას , იყოს ძალიან განსხვავებული და თვალშისაცემი. ამჯერად მხოლოდ ჩანთები არის ჩვენი ნაწარმი, მაგრამ ვაპირებთ, რომ საფულეები და აქსესუარებიც შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“.

„ბადეს“ ჩანთებში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი. რაც შეეხება ფასებს, ჩანთების ფასები 40-60 ლარამდე მერყეობს. ამას გარდა გეტყვით იმასაც, რომ ბადეს მიტანის სერვისი არის სრულიად უფასო.  როგორც ბრენდის წარმომადგენლებმა ასევე ჩვენთან საუბარში აღნიშნეს საგაზაფხულო დღესასწაულებისთვის იგეგმება სასიამოვნო აქციები და ფასდაკლებები. მათი მიზანი კი მომხმარებლის დაინტერესება და კმაყოფილებაა

ბადეს ჩანთების შეძენა ონლაინ გამოწერით მათ ოფიციალურ ფაცებუქ გვერდზე შეგიძლიათ.  https://www.facebook.com/BADEGeorgia/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები