მარილის ორთქლის საუნა გამოყოფს იოდს, რაც სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. ეს საუნა გამოიყენება წონაში კლებისთვის, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და კუნთების ელასტიურობის ასამაღლებლად. ორთქლი ხსნის ფორებს, წმენდს კანს და საუნის შემდეგ კანი არაჩვეულებრივად რბილდება და ბრწყინვალებას იძენს. ამ საუნას კარგად იტანს ადამიანების უმრავლესობა.
უკუჩვენებებია:
მწვავე ჩირქოვანი დაავადებები,
მწვავე ინფექციური დაავადებები,
ტუბერკულოზის აქტიური ფორმა,
კახექსია,
ალკოჰოლიზმი,
ათეროსკლეროზი,
მიდრეკილებები სისხლდენებისკენ,
შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც შემჩნევა პერიოდული ან სტაბილური აციდოზი,
პოსტთრომბოფლებიტური პერიოდი,
ვარიკოზული ემბოლიის საშიშროება.