LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა გვახარია: „შვედური მოდელით რომ მართულიყო, დღეს 2400-ით მეტი გარდაცვლილი გვეყოლებოდა, არ ღირდა ამად ლოქდაუნი?“

225
marinagvaxaarianews

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი მარინა გვახარია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ საქართველოში ლოქდაუნი რომ არ ყოფილიყო და შვედური მოდელი შემოეღოთ, დღეს 2400 კაცით მეტი გარდაცვლილი გვეყოლებოდა.

მარინა გვახარია:

„ვიცი, რომ NCDC-ის ქება ანქულია ქართულ ფბ-ში და არც ვაქებ.

მაგრამ.

კოვიდის გრაფიკს ვუყურებდი, ისე, როგორც ყოველთვის ვუყურებ – სასოწარკვეთილი.

ჰოდა, უცებ გამახსენდა, რომ ადრე ვიანგარიშე და პოსტიც დავდე იმაზე, რომ წითლად შემოხაზული პერიოდი რომ “შვედური მოდელით” მართულიყო, 2,400 პაციენტი მოგვიკვდებოდა. იმ მომენტში 17 გვყავდა კოვიდით გარდაცვლილი. ანუ 2 400-ით მეტი გვეყოლებოდა დღეს. 8 400! არ ღირდა ამად ლოქდაუნი, ვითომ?

(შვედებს ჰყავთ 14 000 გარდაცვლილი და ჩვენზე ორჯერ დიდი პოპულაცია).

ოღონდ, შვედები აიცრნენ და მათ გრაფიკს სულ სხვა ფორმა აქვს. შვედეთში ახლა იწყება შემოხაზული პერიოდი…

რა გვეშველება?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g