„ცუდი დედა არ არსებობს. ყველას როგორც შეუძლია, როგორც იცის, რაც ისწავლა, რაც თვითონ გამოცადა, რაც ჰგონია რომ სწორია, იმას აკეთებს” – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.
ფსიქოლოგმა გადაცემაში „ახალი დღე“ დედის ფუნქციასა და როლზე გაამახვილა ყურადღება:
„პასუხისმგებლობა, ფუნქცია და მოვალეობა აქვს დედას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ დედა არის უპირობო სიყვარული. დედას შვილი უყვარს ყველანაირი. ავად როცაა, კარგად როცა არის, როცა ცუდად ან კარგად იქცევა და ეს უპირობო სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამაძლიერებელი შვილისთვის. ცუდი დედა არ არსებობს. ყველას როგორც შეუძლია, რაც იცის, როგორც იცის, რაც ისწავლა, რაც თავად გამოცადა, რაც ჰგონია, რომ კარგია და სწორია, იმას აკეთებს“, – ამბობს ფსიქოლოგი.
