LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კაჭარავა: თუ ბავშვს ბოდიშს არ მოვუხდით როცა შეგვეშლება, ის ბოდიშის მოხდას ვერ ისწავლის

251
fot (1)

ცნობილი ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა ამბობს, რომ თუ ბავშვს ბოდიშს არ მოვუხდით როცა შეგვეშლება, ის ბოდიშის მოხდას ვერ ისწავლის.

ამის შესახებ კაჭარავამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა და მშობლებს გარკვეული რჩევები მისცა.

„თუ შეგეშლება ბავშვს ბოდიში უნდა მოუხადო, რომ მან ისწავლოს ბოდიშის მოხდა.

თუ არასდროს არ მოუხდით ერთმანეთს ბოდიშს, არც ცოლ-ქმარი და არც ბავშვს, მას არ ეცოდინება ეს ქცევა.

თუ არ გადაუხდი მადლობას, არც მადლობა ეცოდინება. ვეცადოთ რომ ვიყოთ ის, რაც ვართ, გულწრფელები და ვაცადოთ პატივი ვცეთ ერთმანეთს.

ეს პატივისცემის სამკუთხედი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, რა გითხრათ, ვთქვათ, რას აჭმევ იმ დღეს და რა სათამაშოს აჩუქებ.

ბავშვი პიროვნებად უნდა განიხილო, უნდა ჰკითხო, რაც მას ეხება ბუნებრივია.

მნიშვნელოვანია, რომ მას არჩევანს აკეთებინებ და მის გაპროტესტებას იღებ…“ – აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები